ლონდონში ელექტრონული ველოსიპედები ივლიან

ლონდონში ელექტრონული ველოსიპედები ივლიან

მომავალ წელს ლონდონში ქალაქის მერ ბორის ჯონსონის ინიციატივით ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ტერიტორია გაფართოვდება და ახალ მოდელებს შემოიღებენ.

რამდენიმე ასეულ ელექტრონულ ველოსიპედს 2014 წელს ექსპერიმენტული პროგრამის ფარგლებში შეიძენენ. მათი განსაკუთრებულობა რთულ გზებზე მართვის სიმარტივეში მდგომარეობს.

ველოსპორტის ფონდიდან ახალი ეგზემპლარების შესაძენად და ველოსიპედების დასატენი სადგურების ორგანიზაციისთვის 913 მლნ. ფუნტი სტერლინგი გამოიყოფა.

ელექტრონულ ველოსიპედებს პოლიციის თანამშრომლებიც გამოიყენებენ, რომლებიც მათი დახმარებით საცობებში მოხვედრის გარეშე დამნაშავეების დევნას შეძლებენ.

მომზადებულია The Evening Standart-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს