აშშ-ში, ჯორჯიის შატატში მცხოვრები მამაკაცი ცეცხლმოკიდებულ სახლში ლუდის ბოთლების გადასარჩენად შევიდა.
პოლიციის ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი წყლის გამაცხელებელი გახდა. უოლტერ სერპიტი და მისი ოჯახის შვიდი წევრი ტელევიზორს უყურებდა, როცა ოთახი კვამლით გაივსო. მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი შვილები და ხანდაზმული მშობლები სამშვიდობოს გაიყვანა, სერპიტი ცეცხლმოდებულ სახლში შებრუნდა. მან არა მარტო ლუდით სავსე კათხა გამოიტანა, რომლის დალევაც ხანძრის გამო ვერ მოასწრო, არამედ რამდენიმე გაუხსნელი ბოთლიც გადაარჩინა.
როგორც მოგვიანებით მამაკაცმა პოლიციას განუცხადა, სახლში შესვლისთანავე კარი ჩაეკეტა, თუმცა გამოსვლა ისე მოახერხა, რომ არაფერი დაშავებია.
მომზადებულია americaru.com-ის მიხედვით.