ქუთაისელი ამომრჩევლის მტკიცებით, მარკირება სხვისგან გადაედო

ქუთაისელი ამომრჩევლის მტკიცებით, მარკირება სხვისგან გადაედო

ქუთაისის #29 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემას მარკირებული ამომრჩეველი ითხოვდა, რის გამოც უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დროებით შეწყდა. ამომრჩეველი რევაზ არიშვილი ირწმუნებოდა, რომ ხმა არსად მიუცია, გავლილმა ახლობელმა ჩამოართვა ხელი და გადასდო სითხე.

"აქამდე არსად ვყოფილვარ. ხმა არსად მიმიცია. არჩევნებზე იმისთვის მოვედი, რომ ჩვენს ქვეყანას საშველი დაადგეს", - განაცხადა რევაზ არიშვილმა.

კომისიის რამდენიმე წუთიანი მსჯელობის შემდეგ, ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება მისცეს.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა