რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებითი პენსიის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებითი პენსიის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის რე­ფორ­მას იწყ­ებს. ამის შე­სა­ხებ ჯერ ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა ვა­შინ­გტონ­ში მსოფ­ლიო ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ისა­უბ­რა, შემ­დეგ კი ეს ჩა­ნა­ფიქ­რი მის­მა მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი თა­ბუ­აშ­ვილ­მა გა­ახ­მო­ვა­ნა. რო­გორც ჩანს, სა­პენ­სიო რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩვენს მთავ­რო­ბას მსოფ­ლიო ბან­კის დახ­მა­რე­ბის იმე­დიც აქვს. ცნო­ბი­ლი გახ­და ისიც, რომ დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხე­ბა. რო­გო­რია ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის სა­პენ­სიო სის­ტე­მა? - სწო­რედ ამ შე­კითხ­ვით და­ვიწყ­ეთ სა­უ­ბა­რი ექ­სპერტ სო­სო არ­ჩვა­ძეს­თან:

-  ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში, სა­პენ­სიო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე ზრუნ­ვა ჯერ კი­დევ ბის­მარ­კის დრო­ი­დან და­იწყ­ეს - ანუ მე-19 სა­უ­კუ­ნის 80-ი­ა­ნი წლე­ბი­დან. სის­ტე­მა, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრი და მი­სი მო­ად­გი­ლე სა­უბ­რო­ბენ, თით­ქმის ყვე­ლა სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დებს - დაწყ­ე­ბუ­ლი აშ­შ-ით და ჩი­ლე­თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი. დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მა გუ­ლის­ხმობს ადა­მი­ა­ნის მი­ერ თა­ვის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე წი­ნას­წარ ზრუნ­ვას - არა მარ­ტო მა­შინ, რო­ცა შრო­მობს, არა­მედ შემ­დეგ - უკ­ვე სა­პენ­სიო ასაკ­ში. რო­გორც ვი­ცით, ის, რა­საც ჩვენ დღეს პენ­სი­ას ვუ­წო­დებთ, პენ­სია არ არის, ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა და სა­ნა­ხევ­რო­დაც ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბებს.

-  ბა­ტო­ნო სო­სო, რას ნიშ­ნავს დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა?

-  თუ ადა­მი­ანს სურს, რომ პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დე­გაც ჰქონ­დეს შე­მო­სა­ვა­ლი და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს, სის­ტე­მა­ტუ­რად უნ­და გა­და­რიცხ­ოს თან­ხა სპე­ცი­ა­ლურ ფონ­დში, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო და­ა­ფუძ­ნებს, ან - სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე. ხან­დაზ­მულ ასაკ­ში მას დაგ­რო­ვი­ლი თან­ხა და­ნა­მა­ტე­ბით უკან და­უბ­რუნ­დე­ბა, რო­გორც პენ­სი­ა. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ გა­და­რიცხ­ულ თან­ხას ფონ­დი ათავ­სებს მომ­გე­ბი­ან აქ­ტი­ვებ­ში, რის გა­მოც ამ ფულს მო­გე­ბა მო­აქვს. სა­პენ­სიო ფონ­დში ფუ­ლი სე­იფ­ში კი არ არის ჩა­კე­ტი­ლი, ის სულ მოძ­რა­ო­ბა­ში­ა. ამი­ტომ, პენ­სი­ა­ზე გა­სულ ადა­მი­ანს მარ­ტო თა­ვი­სი შე­ნა­ტა­ნი­დან კი არ ექ­ნე­ბა შე­მო­სა­ვა­ლი, არა­მედ იმ მო­გე­ბი­და­ნაც, რო­მე­ლიც ამ შე­ნა­ტა­ნებ­მა უზ­რუნ­ველ­ყო გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ­დე­ნად, მას მო­გე­ბა მო­აქვს ფონ­დის­თვი­საც და იმ ადა­მი­ა­ნის­თვი­საც, ვინც ამ ფონ­დში თან­ხას რიცხ­ავს. თუმ­ცა აქ აუ­ცი­ლებ­ლად გაჩ­ნდე­ბა ერ­თი პრობ­ლე­მა, კერ­ძოდ - ნდო­ბის ფაქ­ტო­რი: ადა­მი­ა­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს, რომ ეს თან­ხა არ და­ე­კარ­გე­ბა. ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას საკ­მა­ოდ მძი­მე სინ­დრო­მი სჭირს: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 1990-ი­ანი წლე­ბის ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ხალ­ხმა და­კარ­გა თან­ხა, რო­მელ­საც ზო­გი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­და და ბან­კში ინა­ხავ­და. ამის გა­მო მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თი ფონ­დე­ბის მი­მართ საკ­მა­ოდ სკეპ­ტი­კუ­რი და ფრთხი­ლი იყო. ეს ტენ­დენ­ცია დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

-  დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მა გა­ცი­ლე­ბით პროგ­რე­სუ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი­ა.

-  რა თქმა უნ­და. ამის დას­ტუ­რად გა­მოდ­გე­ბა აშ­შ-ის მა­გა­ლი­თი, სა­დაც სი­ღა­რი­ბის დო­ნე 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ორ­ჯერ და­ბა­ლია სა­შუ­ა­ლო ამე­რი­კულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით.

-  ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში, არა აქვთ დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მა, მაგ­რამ პენ­სია ბევ­რად მე­ტი­ა...

-  იმი­ტომ, რომ იქ ეკო­ნო­მი­კა უფ­რო მე­ტად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ამა­ვე დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ლი მთლი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ჩვენ­თან მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი­ა, სა­შუ­ა­ლო ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ლი კი - შემ­ცირ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ცოცხ­ლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბით - სი­ცოცხ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა რაც 1980-ი­ან წლებ­ში იყო, იგი­ვეა დღე­საც, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, შო­ბა­დო­ბა შემ­ცირ­და. მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი და სა­შუ­ა­ლო ასა­კის ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბაც კლე­ბუ­ლობს. მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს ამ მხრივ ჩვენ­ზე უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვთ: ჩვენ­თან მო­სახ­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კი თით­ქმის 38 წე­ლი­ა, აზერ­ბა­ი­ჯან­ში - 29 წე­ლი, ხო­ლო სომ­ხეთ­ში - 32 წე­ლი. ეს ნიშ­ნავს, რომ შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ნაკ­ლე­ბი გვყავს, ხო­ლო პენ­სი­ო­ნე­რი - მე­ტი. ამას ემა­ტე­ბა უმუ­შევ­რო­ბაც და რაც უფ­რო ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, პენ­სი­აც ნაკ­ლე­ბი­ა.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ