ჯა­რის­კა­ცის მოჩ­ვე­ნე­ბა მა­ხა­თას მთა­ზე

ჯა­რის­კა­ცის მოჩ­ვე­ნე­ბა მა­ხა­თას მთა­ზე

მა­ხა­თას მთა­ზე მდე­ბა­რე ერ­თ-ერთ სახ­ლში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ დღეს პირ­ვე­ლად გი­ამ­ბობთ. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი აქ სამ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს და შვი­ლებს მარ­ტო ზრდის. მი­სი მე­უღ­ლე ჯა­რის­კა­ცი იყო და რამ­დე­ნი­მე წლის წინ ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა.

ნი­ნო კიკ­ვა­ძე: - ჩე­მი მე­უღ­ლე ქარ­თულ ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და და მუდ­მი­ვად ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე იდ­გა. აფ­ხა­ზე­თის ომ­ში მძი­მედ და­იჭ­რა, კის­რის მა­ლებ­ში ჰქონ­და ტყვია გა­ჭე­დი­ლი. ბედ­ნი­ე­რი და ლა­მა­ზი ოჯა­ხი გვქონ­და, ვიდ­რე ჩე­მი ქმა­რი ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პე­ბო­და. ჩე­მი ნა­ბო­ლა­რა შვი­ლი მა­მას ვერც მო­ეს­წრო, ორი თვის შემ­დეგ და­ი­ბა­და ანას­ტა­სი­ა. მა­მას მხო­ლოდ სუ­რა­თე­ბი­დან იც­ნობს. მას შემ­დეგ აქ ვცხოვ­რობ ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად. თა­ვი­დან ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ამ სახ­ლში მარ­ტო ცხოვ­რე­ბა, მე­ში­ნო­და და ხში­რად დე­დას­თან ვრჩე­ბო­დი. რამ­დენ­ჯერ­მე, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, გა­ყი­ნულ ოთახ­ში სით­ბო ვიგ­რძე­ნი და ავ­ტო­ფა­რე­ხი­დან უც­ნა­უ­რი ხმა­უ­რი მო­მეს­მა - თით­ქოს ვი­ღაც ავ­ტო­მან­ქა­ნის ხა­ლი­ჩებს ფერ­თხავ­და. თა­ვი­დან ვერ ვხვდე­ბო­დი, მთე­ლი კვი­რით და­კე­ტილ სახ­ლში რა­ტომ მხვდე­ბო­და სით­ბო, სა­ი­დან ის­მო­და ნა­ბი­ჯე­ბისა, და ია­ტა­კის ჭრა­ჭუ­ნის ხმა. ბო­ლოს ისე შე­მე­შინ­და, ბავ­შვებ­თან ერ­თად საცხ­ოვ­რებ­ლად მთაწ­მინ­და­ზე, დე­და­ჩემ­თან გა­და­ვე­დი. აქ კვი­რა­ში ერ­თხელ მოვ­დი­ო­დი, სახლს ვა­ლა­გებ­დი და ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი, რომ სახ­ლში ვი­ღაც იყო.

რო­დის დაბ­რუნ­დით ამ სახ­ლში?

-  მე­უღ­ლის და­ბა­დე­ბის დღე ახ­ლოვ­დე­ბო­და, მი­სი მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი უნ­და შევ­კრე­ბი­ლი­ყა­ვით. ორი დღით ად­რე მო­ვე­დი სახ­ლში, ვი­ფიქ­რე, და­ვა­ლა­გებ და კერ­ძებს მო­ვამ­ზა­დებ­-მეთ­ქი. სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს რომ მოვ­რჩი, ბავ­შვებ­თან ერ­თად დავ­წე­ქი, ტე­ლე­ვი­ზო­რიც ჩარ­თუ­ლი გვქონ­და. გვი­ან ღა­მით, ასე 2 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, ვიგ­რძე­ნი, სახ­ლში ვი­ღაც შე­მო­ვი­და. არ მინ­დო­და ბავ­შვე­ბი შე­მე­ში­ნე­ბი­ნა და არა­ფე­რი შე­ვიმ­ჩნი­ე. მეს­მო­და ნა­ბი­ჯე­ბის ხმა, გა­ვი­გე, რო­გორ გა­ა­ღო ვი­ღა­ცამ კა­რი, მე­რე ისევ სი­ჩუ­მემ და­ი­სად­გუ­რა. ცო­ტა ხნის შემ­დეგ სა­ვარ­ძელ­ში მჯდო­მი შა­ვი აჩ­რდი­ლი შევ­ნიშ­ნე. მივ­ხვდი, რომ ჩე­მი მე­უღ­ლის აჩ­რდი­ლი იყო. იჯ­და სა­ვარ­ძელ­ში და გვი­ყუ­რებ­და, რო­გორ გვე­ძი­ნა. ოთახ­ში მი­სი სუ­ნი იდ­გა. არც კი იცით, რო­გორ გა­მი­ხარ­და გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის აჩ­რდი­ლის ხილ­ვა, თით­ქოს ცოცხ­ა­ლი მე­ნა­ხოს. ასე­თი რამ არა­ერ­თხელ გან­მე­ორ­და და მას შემ­დეგ სახ­ლი აღარ მი­მი­ტო­ვე­ბი­ა, დე­და­ჩემ­თა­ნაც აღარ წავ­სულ­ვარ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ვხე­დავ, რო­გორ მო­დის და ეფე­რე­ბა მძი­ნა­რე ბავ­შვებს. სულ მინ­და და­ვე­ლა­პა­რა­კო, მაგ­რამ რო­გორც კი შე­მამ­ჩნევს, რომ ვუ­ყუ­რებ, აჩ­რდი­ლი უმალ­ვე ქრე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად ანას­ტა­სი­ას ეფე­რე­ბა, რომ­ლის და­ბა­დე­ბა­საც ვერც კი მო­ეს­წრო...

-  არა­ვის ჰკითხ­ეთ, რა­ტომ ხდე­ბა ეს მოვ­ლე­ნა?

-  სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ ხდე­ბა, ბედ­ნი­ე­რი ვარ, ჩე­მი ქმრის აჩ­რდილს რომ ვხე­დავ. მგო­ნი­ა, რომ ცოცხ­ა­ლია და აქ, ჩვენს გვერ­დით არის...

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს