ენერგოპროექტებს "იბიარდი" დააფინანსებს

ენერგოპროექტებს "იბიარდი" დააფინანსებს

ენერგოპროექტებს "იბიარდი" დააფინანსებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელი მოეწერა 25,2 მლნ ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს კავკასიონის გადამცემი ხაზიდან ჯვარის ქვესადგურამდე და ჯვარის ქვესადგურსა და ხორგას ქვესადგურებს შორის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ (Bruno Balvanera).

შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე  და  EBRD-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ