ველოსიპედისთვის "ჭკვიანი" ბორბალი შექმნეს

ველოსიპედისთვის "ჭკვიანი" ბორბალი შექმნეს

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ველომრბოლელებისთვის სულ უფრო ბევრი მოწყობილობა და პროგრამა იქმნება, რომლებიც ველოსიპედით მოძრაობას უფრო სასიამოვნოს ხდის. ბოლო სიახლე "ჭკვიანი" უკანა თვალი FlyKly-ია, რომლის დამონტაჟება ნებისმიერ ველოსიპედზეა შესაძლებელი.

ნიუ-იორკელი მეგობრების მიერ შექმნილი FlyKly-ს სიჩქარის გაზრდა ველოსიპედისტის მინიმალური ძალისხმევითაა შესაძლებელი. ასევე, იგი სმარტფონისა და GPS-ის საშუალებით ველოსიპედის დისტანციურად დაცვისა და კონტროლის საშუალებას იძლევა.

ელექტროძრავის წყალობით, სიჩქარის გაზრდა ხდება. ძრავი ლითიუმის ბატარეით იტენება. ამის წყალობით ველომრბოლელს ძალისხმევის გარეშე 50 კმ/სთ-მდე სიჩარის განვითარება შეუძლია.

აპლიკაცია FlyKly App, iOS, Android-სა და Pebble Watch-ის "ჭკვიან" საათთან ერთად იქნება. ბორბალი ჯერ გაყიდვაში არაა - შემქმნელები ამჟამად პროექტის განვითარებისთვის ფულს აგროვებენ.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს