მითები საუზმის შესახებ

მითები საუზმის შესახებ

მასობრივი საინფორმციო საშუალებები და სარეკლამო რგოლები გვაჩვევენ საუზმის ისეთ სტერეოტიპებს, რომელიც, თითქოს და ყველა ოჯახში უნდა იყოს. ხშირად ჩვენც დაუფიქრებლად მივყვებით ამ სტერეოტიპებს, რომლებიც, შესაძლოა სულაც არ იყოს სწორი და სასარგებლო. აი, მაგალითად, ციტრუსის წვენი საუზმეზე სულაც არაა ისეთი სასარგებლო, როგორც ბევრი მიიჩნევს. მაღალი მჟავიანობის გამო, მისი უზმოზე მიღება კუჭს აღიზიანებს, კბილის ემალსაც აზიანებს. მისი მირთმევა ყოველთვის საუზმის შემდეგ აჯობებს.

იოგურტები განსაკუთრებული ბაქტერიებით, რომელიც დაგანაყრებთ და იმუნიტეტსაც აგიმაღლებთ, მხოლოდ რეკლამაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში, სასარგებლო მხოლოდ ის იოგურტია, რომლის ვადაც 4-5 დღეა და არა პლასტიკის კოლოფებში თვეობით შენახული პროდუქტი.

მიუსლი, მწარმოებლების მტკიცებით, შესანიშნავი საუზმეა. მაგრამ მისი დამუშავების მეთოდები შორსაა ჯანსაღი კვების პრინციპებისგან. დამუშავების დროს მარცვლეულის ფანტელები სასარგებლო ელემენტების ნაწილს კარგავს, მასში შემავალი ხილიც, მკვეთრი და მადისაღმძვრელი ფერის შესანარჩუნებლად უამრავ ინდუსტრიულ მანიპულაციას გადის..

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს