რობერტს სტურუა - "ბელადები არ გვჭირდება და არც ვითომ ქარიზმატიული ფლიდები!"

რობერტს სტურუა - "ბელადები არ გვჭირდება და არც ვითომ ქარიზმატიული ფლიდები!"

რეჟისორი რომერტ სტურუა "ფეისბუქის" საკუთარ გვედზე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით არაკს აქვეყნებს.

"ბაყაყები და მწვერვალი (არაკი)

ბაყაყებმა მწვერვალზე ასვლა გადაწყვიტეს. უმფროსი ბაყაყები, ხვლიკები, მინდვრის წრუწუნები, თევზებიც კი დასცინოდნენ "მთასმსვლელ"კვაჭიჭებს - ვერ ახვალთო, ეს რა მოგივიდათ თავშიო?! დანიშნეს დღე, შეიკრიბა ცხოველთა სამყარო და სიცილ-კისკისით შესცქეროდნენ, როგორ ამაოდ ცდილობდნენ ჩვენი გმირები მწვერვალზე აცოცვას. მაყურებლი სიცილით ეგებებოდა მთიდან ჩამოცვენილ საცოდავ ბაყაყებს: აკი გეუბნებოდით, ვერ ახვალთო, რა უნდა ბაყაყს ასეთ ლამაზ მწვერვალზეო. მოულოდნელად ერთმა ბაყაყმა მაინც შესძლო ასვლა. გაყუჩდა ხალხი, გაოცებას ვერ მალავდა. როგორ შესძელი ასვლაო, - ჰკითეს მხეცებმა. გმირი-ბაყაყი ჩუმად იყო - ყრუ აღმოჩნდა, ყურში არაფერი ესმოდა.

[რთულ პრომლებებს თუ შეეჯახე - გირჩევნია დაყრუვდე, თორემ სხვისი აზრი შეგიშლის და შესაძლოა მიწასაც კი დაენარცხო!]", - წერს რობერტ სტურუა.

რეჟისორი ქართველ ხალხს იდეალიზმის გამო აკრიტიკებს და მომავალს იმედით შესქცერის.

"იქნებ გვეშველოს... ჩაგვძირეს, მიწასთან გაგვასწორეს, ლაფში ამოსვარეს ქართველის სახელი, სული დაგვიკოდეს, ცხოვრება შეგვაძულეს, ნახევარმა საქართველომ ალბათ პირველად ისტორიაში სამშობლო დატოვა - ნახევარმა საქართველომ! უიმედობა, სიდუხჭირე, უწიგნურობა, უზნეობა - აი რა მოუტანეს არაკაცებმა ბედკრულ ქვეყანას... გვეშველება, გვეშველება, როგორც გშველოდა საოცარი, ამოუკითხავი, ალბათ ღმერთის მიერ ნაბოძები ჟინი სიცოცხლისა. პატიოსნების გენები კვლავ მაგრდებიან! ოღონდ საღი გონება შევაშველოთ ჩვენ გაბრუებულ იდეალიზმს, ოღონდ ფანატიზმს სამუდამოდ დავემშვიდობოთ - ჩვენ ველური ტომი არ გახლავართ - ბელადები არ გვჭირდება და არც ვითომ ქარიზმატიული ფლიდები! ადამიანი გვჭირდება, ადამიანი, თავისუფალი, ლაღი, თამამი, კაცთმოყვარე, განათლებული და ბედნიერი... გვეშველება", - წერს სტურუა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს