ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის სამხედროებმა ოქუმის მკვიდრებს კონდახებით სცემეს?

ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის სამხედროებმა ოქუმის მკვიდრებს კონდახებით სცემეს?

არასამთავრობო ორგანიზაციის "დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისთვის" ხელმძღვანელის ნონა უბილავას განცხადებით, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან რუსეთის სამხედროებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოქუმის სამ მკვიდრს მ.დ-ს, ვ.დ-ს და ს.შ-ს კონდახებით სცემეს.

"ეს ადამიანები ზუგდიდში რეგისტრაციისთვის იმყოფებოდნენ და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ბუნკერში რვა საათით დაამწყვდიეს და სასტიკად გაუსწორდნენ კონდახებით. მოგვიანებით გალის მილიციაში წაიყვანეს და 2000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს", - აღნიშნა ნონა უბულავამ.

ორგანიზაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ზურაბ აბაშიძეს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა მომავალში მსგავსმა შემთხვევებმა შეუქცევადი ხასიათი არ მიიღოს.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა