რომელ ქვეყნებში გრძნობენ სრულფასოვნად თავს ქალები

რომელ ქვეყნებში გრძნობენ სრულფასოვნად თავს ქალები

მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალები ისლანდიაში ცხოვრობენ და სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლები გრძნობენ თავს სრულფასოვნად.

გლობალური გენდერული ინდექსი შემდეგი პრინციპით შედგა: მთავარი ასპექტი გენდერული თანასწორობაა, ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, ქალების აქტიური როლი ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

კვლევის მიხედვით, ისლანდიაში ქალები კაცებთან თანასწორუფლებიანები არიან. ისინი წარმატებას აღწევენ განათლების სფეროში და ჯანმრთელობაზეც განსაკუთრებით ზრუნავენ. ისლანდიელი ქალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

რეიტინგის ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ისლანდია

2. ფინეთი

3. ნორვეგია

4. შვედეთი

5. ფილიპინები

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს