გუბერნატორი, რომელიც პრესასთან არასდროს გამოჩენილა

გუბერნატორი, რომელიც პრესასთან არასდროს გამოჩენილა

პრეზიდენტის რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ივანე წიკლაურმა პრეზიდენტის კანცელარიაში გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა. გუბერნატორი, რომელსაც დანიშვნის დღიდან დღემდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თანამდებობას ისე ტოვებს, რომ ამის შესახებ მისმა თანამშრომლებმაც კი არაფერი იციან.

სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გუბერნატორის გადადგომის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს. თუმცა მათ გათავისუფლების შესახებ განცხადება ჯერ არ დაუწერიათ. "ახლა გავიგე ინტერნეტით, რომ თანამდებობა დაუტოვებია. როგორც ვიცი, საქმე აქვს და დღესაც ვერ ჩამოვა თბილისიდან. დაველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები და შემდეგ ჩვენც წავალთ", - აცხადებს გუბერნატორის მოადგილე გელა დემეტრაძე.

ივანე წიკლაური სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად 2012 წლის 6 ივლისს დაინიშნა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა