იაპონიის მაღაზიაში ანდროიდი-გამყიდველი მუშაობს

იაპონიის მაღაზიაში ანდროიდი-გამყიდველი მუშაობს

იაპონიის ქალაქ ოსაკას უნივერმაღ "ტაკასიმაიას" ქალის ტრიკოტაჟის განყოფილებაში ანდროიდმა გოგონა მინამიმ დაიწყო მუშაობა. იგი ცოცხალ ადამიანს საოცრად ჰგავს, გამართულად ლაპარაკობს, მოხდენილი ჟესტიკულაცია აქვს და მიმიკას კარგად ფლობს.

მინამი 160 სმ სიმაღლის 25-26 წლის ჩვეულებრივ იაპონელ გოგონას ჰგავს. ანდროიდი იქვე განთავსებული სენსორული დაფის ბრძანებებს ემორჩილება. მას შეუძლია ქალის ზედატანების განსაკუთრებულობაზე ღიმილით ისაუბროს და ინიციატივაც გამოიჩინოს, პოტენციურ მყიდველებს ამა თუ იმ ფერის საქონელი შესთავაზოს. მინამი პროფესორ ჰიროსი ისიგუროს ხელმძღვანელობით ოსაკას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შეიმუშავეს. მათი მიზანი არა მხოლოდ შედარებით სრულყოფილი, მრავალფუნქციური რობოტების შექმნა, არამედ სოციოლოგიური კვლევის ჩატარებაა, რომლის მიზანია გაარკვიოს, რა რექაცია აქვთ ადამიანებს ანდროიდების გარემოცვაში.

მინამი უნივერმაღ "ტაკასიმაიაში" ადრე ორჯერ გამოჩნდა - მაგრამ სტუმრის როლში, რომელიც მყიდველებს ეკონტაქტებოდა. სუფთა სარეკლამო ფუნქციის გარდა, მეცნიერები არკვევენ, რამდენად მარტივი იქნება ადამიანისთვის ხელოვნურ გამყიდველებთან ჰქონდეთ საქმე. მაღაზიაში ანდროიდი გოგონა 12 ნოემბრამდე იმუშავებს. მინამი იმ რაიონს ჰქვია, რომელშიც უნივერმაღი მდებარეობს და ამავდროულად იაპონიაში ქალის საკმაოდ პოპულარული სახელია.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს