აიკრძალება თუ არა 5 წლის ბავშვების სკოლაში მიყვანა

აიკრძალება თუ არა 5 წლის ბავშვების სკოლაში მიყვანა

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიღებასთან დაკავშირებით კანონში მოსალოდნელ ცვლილებებზე კომენტარს აკეთებს.

"გუშინ ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პარლამენტი ამზადებენ კანონში ახალ ცვლილებას და აპირებენ, 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიყვანაზე აკრძალვის დაწესებას.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ახლა მოქმედებს ნორმა, რომლის მიხედვით, მშობელს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, თუ რა ასაკში მიიყვანოს ბავშვი სკოლაში. ამის შეცვლა და დამატებითი აკრძალვების შექმნა დაუშვებელია:

ნებაყოფლობით სკოლაში სწავლის დაწყება 5 წლის ასაკიდან უკვე სამი წელია მოქმედებს და ამ პერიოდში არ გამოვლენილა რაიმე ფუნდამეტური პრობლემა ამასთან დაკავშირებით;

5 წლის ასაკიდან სწავლა მოქმედებს დასავლეთის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში - მაგალითად, აშშ, საფრანგეთი და ა.შ.

საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია 5 წლის ბავშვებზე;

გადაწყვეტლება, თუ რა ასაკში მიიყვანოს ბავშვი სკოლაში, დამოკიდებულია მშობლებზე და არის ნებაყოფლობითი;

სახელმწიფო დამატებითი შეზღუდვებით არ უნდა ერეოდეს ოჯახის ცხოვრებაში.

გარდა ამისა, მე ძალიან მაინტერესებს ამ შეზღუდვის ავტორებმა თუ შეისწავლეს სტატისტიკა? ყოველ წელს 10-15 ათასი 5 წლის ასაკის ბავშვი შედის სკოლაში მათი მშობლების გადაწყვეტილებით. ამხელა რაოდენობის ბავშვების შეზღუდვა ავტომატურად გამოიწვევს საბავშვო ბაღებზე მოთხოვნას. თუ გავითვალისწინებთ, რა დიდი პრობლემები იყო წელს ბაღებში ადგილებთან დაკავშირებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ათასობით ბავშვი დარჩება საბავშვო ბაღებში ადგილების გარეშე და მათ მშობლებს მოუწევთ კერძო ბაღებში საკმაოდ მაღალი გადასახადების გადახდა", - წერს შაშკინი.

ამ საკითხს უკვე გამოეხმაურა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე. მინისტრი ხუთი წლის ბავშვის სკოლაში შეყვანის ამკრძალავ კანონპროექტზე მუშაობას არ ადასტურებს. "ჯერ მუშავდება გარკვეული კვლევები, შესაბამისად საკითხი არის იდეის დონეზე და მე მას მაღალ ლეგიტიმაციას არ მივცემდი. ჩატარებულია რამდენიმე კვლევა, რამდენად შეუძლია 5 წლის ბავშვს სასწავლო პროცესში მონაწილეობა, შესაბამისად ჩვენ ამ კვლევის შედეგზებს ვსწავლობთ. კანონპროექტის ინიცირება არც გამიკეთებია და ამაზე არც ვმუშაობთ", - განაცხადა სანიკიძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს