თურქეთმა ორ კონტინენტს შორის ისტორიაში პირველი გვირაბი გახსნა

თურქეთმა ორ კონტინენტს შორის ისტორიაში პირველი გვირაბი გახსნა

თურქეთმა პირველი წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბი გახსნა. გვირაბი სტამბოლში ბოსფორის სრუტის ქვეშ ორ კონტინენტს აერთიანებს. გახსნა 29 ოქტომბერს თურქეთის რევოლუციის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

გვირაბის წყალქვეშა ნაწილის სიგრძე 1,4 კილომეტრია, ხოლო მისი საერთო სიგრძე 13,6 კმ-ს აღწევს. პროექტს Marmaray დაარქვეს, რაც ახლოს მდებარე მარმარილოს ზღვის და სიტყვა ray-ს ნაერთია. ray თურქულად რკინიგზას აღნიშნავს.

მშენებლობას თურქებთან ერთად იაპონური კორპორაცია აწარმოებდა, რომელმაც პროექტში დაახლოებით მილიარდი დოლარი ჩადო. მისმა საერთო ღირებულებამ კი 4 მლრდ დოლარი შეადგინა.

სარკინიგზო გვირაბი თითოეულ მიმართულებაზე საათში 75 000 ადამიანის გადაყვანას შეძლებს. ამჟამად, ბოსფორის გავლით 2 მლნ ადამიანი გადადის, რომლებიც იძულებულნი არიან ამისთვის მხოლოდ ორი საავტომობილო ხიდი გამოიყენონ, რაც პრობლემებს იწვევს.

მომზადებულია Lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს