რა მოთხოვნებს უყენებს ირაკლი კაკაბაძე საქართველოს ახალ პრეზიდენტს

რა მოთხოვნებს უყენებს ირაკლი კაკაბაძე საქართველოს ახალ პრეზიდენტს

მწერალი და უფლებადამცველი იარაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოში უკეთესი მომავლის შესაქმნელად გიორგი მარგველაშვილს დახმარებას სთავაზობს და წერს, თუ რა უნდა გაკეთდეს ამისთვის.

"მე მიხარია რომ ჩემი ახლო მეგობარი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს და მივესალმები ამ ფაქტს. მე, როგორც გიორგის მეგობარი და საქართველოს მოყვარული ვეცდები ყველანაირად დავეხმარო მას, რომ ქვეყანაში უკეთესი მომავალი იყოს. ამისათვის ბოლო უნდა მოეღოს ნეოლიბერალურ ავტორიტარულ სისტემას, უნდა დაისაჯონ ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, 26 მაისს დაღუპული ადამიანების მკვლელები და დამკვეთები. უნდა დაისაჯოს 2008 წლის ავანტიურის ავტორი, რომელმაც ამდენი უდანაშაულო ახალგაზრდის სიცოცხლე შესწირა უაზრო ომს. უნდა დაუბრუნდეს ქონება ყველა გაძარცვულ ადამიანს და უნდა აღდგეს სოციალური სამართლიანობა და დამკვიდრდეს ნამდვილი დემოკრატია. ამისათვის ბრძოლა დღესვე უნდა დაიწყოს სამოქალაქო და მშვიდობიანი მეთოდებით. დღეს გაჩერება ჩვენი მხრივ დანაშაულია! არ უნდა შევეპოუთ იმას რომ არსებულმა სისტემამ მოსახლეობის 21 პროცენტს ნაცისტურ პარტიაზე მიაცემინა ხმა - ეს არის სირცხვილი! ამის დასამარცხებლად საჭიროა მუდმივი მშვიდობიანი ქმედება და ძალიან ბევრი განათლება. განათლება უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ჩვენი ცხოვრების - იმისათვის რომ ბარბაროსებს ხმა აღარასდროს მივცეთ - თუნდაც 21-მა პროცენტმა!", - წერს კაკბაძე.

საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს ბოლო მონაცემებით, ყველა კანდიდატს შორის გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს