დაბრუნდება თუ არა ჭელაში მინარეთი?

დაბრუნდება თუ არა ჭელაში მინარეთი?

ჭელაში მინარეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით ადიგენის გამგეობაში დოკუმენტაცია გროვდება. წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი გამგეობიდან მუსლიმებმა უკვე მიიღეს. მუსლიმები დაკუმენტაციის მოსაწესრიგებლად რიგ პროცედურებს იუსტიციის სახლსა და სხვა დაწესებულებებში თითქმის ყოველ დღე გადიან.

"ჩამონათვალმა, რომელიც გამგეობამ გადმოგვცა, სულ დაგვაბნია. მის შეგროვებასა და გაკეთებას წლები დასჭირდება, მას სრულად ვერასდროს წარვადგენთ. ეს ყველაფერი ცოტა ღიმილის მომგვრელიცაა", - ამბობს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

მიუხედავად წარსადგენი დოკუმენტაციის ვრცელი ჩამონათვალისა, მუსლიმები დარწმუნებული არიან, რომ მთავრობა მინარეთის დაბრუნებაში ხელს აუცილებლად შეუწყობთ, რადგან მათ ამის შესახებ დაპირება, პრემიერ მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას მიიღეს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა