სანელებლების მაგიური თვისებები

სანელებლების მაგიური თვისებები

სანელებლებს შეუძლიათ უბრალო კერძი კულინარიულ შედევრად აქციონ. სულ ცოტაა საკმარისი იმისთვის, რომ კერძმა სულ სხვა არომატი მიიღოს და ეფექტი მოახდინოს. სანელებლები და არომატული მცენარეები, გემრიელის გარდა, სასარგებლოცაა. გავიცნოთ ისინი უფრო ახლოს.

როზმარინი, ბეგქონდარა, სალბი, ორეგანო, მაიორანი, ბაზილიკი და სხვა ხმელთაშუაზღვისპირეთისთვის დამახასიათებელი მცენარეები ძლიერ ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ისინი ანეიტრალებენ კანცეროგენულ ნივთიერებებს, რომელიც ზეთის წვის დროს წარმოიქმნება. გარდა ამისა, თავად ზეთს და კერძს არაჩვეულებრივ გემოსა და არომატს ანიჭებს.

ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებული ბაზილიკი რეჰანის ერთ-ერთი ქვე-სახეობაა. მისი მონათესავეა იისფერი რეჰანი და ჩვენში გავრცელებული შაშკვლავი. ბაზილიკის ფოთლები უფრო მომრგვალებულია და შედარებით ნაზი არომატით ხასიათდება. ნედლ მცენარეში ბევრი A ვიტამინია, ასევე შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს, რკინას.

მაიორანი და ორეგანო სურნელოვანი მცენარეებია, რომელიც წარმატებით გამოიყენება, როგორც ნედლი, ასევე ხმელი სახით. ორივე მათგანი უხდება ბოსტნეულის, ქათმის, თევზის კერძებს.

ტარხუნის ხსენებაზე ბევრს ჩაქაფული გაახსენდება, ბევრს ლიმონათი. და მართლაც, ეს მცენარე ერთნაირად უხდება სალათებს, ხორცეულს, ფრინველს და სასმელებს.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს