ახალციხის რაიონული პროკურატურა, ახალგაზრდების მონაწილეობით ანტინარკოტიკულ კამპანიას გამართავს. პროკურატურის თანამშრომლები და ადგილობრივი ახლაგაზრდები ქალაქის გარეუბნებში ველურად ამოსულ კანაფს გაანადგურებენ.
აქცია პროკურატურის პროექტის "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ეწყობა. პროექტის სამიზნე ჯგუფს მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები წარმოადგენენ, რომლებთანაც პროკურატურა შეხვედრებს, იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, გამწვანების აქციებს და სხვა სახის აქტივობებს აწყობს.