რაზე მიგვანიშნებს ჟესტები?

რაზე მიგვანიშნებს ჟესტები?

საუბრის დროს, ტვინი მექანიკურად აიძულებს ხელებს, ემოციას აჰყვეს და სიტყვების შესაბამისად იმოძრაოს.

ხელის შეხება: შეხებით გამოხატავთ, რას განიცდით ადამიანის მიმართ. როდესაც თანამოსაუბრე მთლიანი ხელისგულით გეხებათ, ამით თქვენდამი სითბოს, სიახლოვესა და სინაზეს გამოხატავს. როცა ხელზე თითის წვერს გადებენ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს მიმართ გულგრილია და შესაძლოა, კონკრეტულ სიტუაციაში დისკომფორტს გრძნობდეს. თბილი ხელი სიმშვიდეს ნიშნავს, ცივი ხელები დაძაბულობაზე მიუთითებს.

აწეული ხელისგულები: აწეული ხელისგულები ადამიანებზე ყოველთვის პოზიტიურ ეფექტს ახდენს. საუბრის დროს გაწვდილი ხელი და აწეული ხელისგულები თანხმობაზე, გულახდილობასა და თქვენდამი ნდობაზე მიუთითებს.

დაშვებული ხელისგულები: ეს ნიშნავს, რომ თანამოსაუბრე თქვენდამი ნდობითაა აღჭურვილი.

ხელები უკან: ეს თავდაჯერებულობას ნიშნავს. მსგავსი დგომა ძირითადად მამაკაცებს ახასიათებთ. ბევრი ადამიანისთვის ეს დგომა არაკომფორტულია - მათ ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს შიშვლები არიან.

გაშლილი ხელისგულების

ერთმანეთზე მიტყუპება: ეს ჟესტი მოლოდინს ნიშნავს.

მუშტი: შეკრული მუშტი პიროვნების სიძლიერეზე მიუთითებს. ხშირად მუშტი ისეთ ემოციას აღძრავს, თითქოს პიროვნება საჩხუბრად ემზადება. მოჭიმული მუშტი, როდესაც ცერა თითი დამალულია, მიუთითებს, რომ ადამიანი თავს უხერხულად გრძნობს და შეწუხებულია. მსგავსი ჟესტი გვიჩვენებს, რომ პიროვნება შეშინებულია და საკუთარი თავის გამაგრებას ცდილობს.

გულზე ხელის დადება: ეს მიანიშნებს, რომ ადამიანს დიდი სურვილი აქვს, მისი სჯეროდეთ, ან აღიარონ. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ჟესტი პიროვნების უტყუარ პატიოსნებაზე არ მიუთითებს. ეს შეიძლება ასე ავხსნათ: "მინდა, რომ ჩემი გჯეროდეთ, რა მნიშვნელობა აქვს სიმართლეა თუ არა", ან ასე "რასაც ვამბობ, გულით ვამბობ".

ხელის თითების მოსრესა: ეს პიროვნება ან ნერვიულობს, ან რაღაცის ძალიან ეშინია.

ხელები ჯიბეში: ეს თქვენდამი უნდობლობაზე მიუთითებს. ამ დროს თქვენ მისი დაინტერესება და დარწმუნება გევალებათ.

დოინჯი: დოინჯი მზადყოფნის სიმბოლოა. ამ ჟესტით ადამიანი გაჩვენებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს.

მომზადებულია nicolasfradet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს