გოკა გაბაშვილი გიორგი მარგველაშვილს იცავს

გოკა გაბაშვილი გიორგი მარგველაშვილს იცავს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი ახლადარჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს იცავს და იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც პოლიტიკოსს პირადი ცხოვრების გამო აქილიკებენ.

"ტელეფონიდან ვწერ და ამიტომ ვერ ვიყენებ ქართულ შრიფტს. ვფიქრობ, რომ ბინძური პერსონალური თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტზე, მის შვილზე და შეყვარებულზე მდაბიო და უღირსი საქციელია. არანაირი პოლიტიკა არ ღირს ამად და ვინც ამას აკეთებთ, მხოლოდ საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას.

მარგველაშვილს ბევრი აქვს საკრიტიკო პოლიტიკური შეხედულებების კუთხით, მაგრამ მის ოჯახზე თავდასხმა არ არის ადამიანური და ზნეობრივი საქციელი", - წერს დეპუტატი.

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისთანავე გიორგი მარგველაშვილის და მისი მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუასა და ქალიშვილი ანას მიმართ საზოგადოების ინტერესი გაიზარდა. ბოლო დღეებში ტელევიზიასა და პრესაში მაკა ჩიჩუას და ანა მარგველაშვილს არაერთი მასალა მიეძღვნა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს