როლანდ ახალაიას დეპუტატობის ერთი წელი

როლანდ ახალაიას დეპუტატობის ერთი წელი

საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, დეპუტატი როლანდ ახალაია საკუთარ ამომრჩეველს არ შეხვედრია. ამის პარალელურად, ზუგდიდის მაჟორიტარი საკანონმდებლო ორგანოს სხდომებსაც აცდენს.

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ წელს მარტის თვიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტში 46 პლენარული სხდომა გააცდინა, 13 მათგანი არასაპატიო მიზეზით. ამიტომ კანონმდებლობის მიხედვით, ახალაიას ანაზღაურების 10% დაექვითება. რაც შეეხება ახალაიას, როგორც მაჟორიტარის აქტივობებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დღემდე არაფერი სმენიათ როლანდ ახალაიას განხორციელებულ პროექტებზე. მათთან არც მაჟორიტარის ბიუროდან მოსულან და პრობლემებით დაინტერესებულან. თავის მხრივ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში აცხადებენ, რომ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას "ჩვეულებრივ" ასრულებენ. "ხალხი მოგვმართავს. ჩვენც ვხვდებით მათ სოფლებში და ქალაქშიც. ზუსტად რამდენჯერ გავმართეთ შეხვედრები, ვერ გეტყვით. მაგალითად, ჩხორიაში ვიყავით", - აცხადებს ბიუროს უფროსი ნუგზარ მღებრიშვილი.

აღასნიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში მაჟორიტარების ბიუროებთაგან ყველაზე მეტი ანაზღაურება სწორედ ზუგდიდის ბიუროს სამ თანამშრომელზე გაიცემა, ყოველთვიურად 3 650 ლარის ოდენობით. ოფისის უფროსის ნუგზარ მღებრიშვილის სამსახურებრივი სარგო 15 თებერვალს 1 180-ით გაიზარდა და 2 250 ლარით განისაზღვრა. ხელფასები ბიუროს კიდევ ორ თანამშრომელს მოუმატეს.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა