მძიმე ავადმყოფობის შედეგდ, 71 წლის ასაკაში, ქართულ მხატვრულ ფილმში "მაცი ხვიტია", მთავარი როლის შემსრულებელი ალიკო გაბეჩავა გარდაიცვალა. ალიკო გაბეჩავა სიცოცხლის ბოლო წლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ცხოვრობდა და ოჯახის გადაწყვეტილებით ხუთშაბათს რუხშივე დაკრძალეს.
მსახიობი 1942 წლის 25 აპრილს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. მას "მაცი ხვიტიას" გარდა, ნათამაშები აქვს ფილმებში "ჯვარცმული კუნძული", "ტარიელ გოლუა" და "ჩემი მეგობარი სივილა".