ანი ნადარეიშვილი სოზარ სუბარზე - "მთვრალია ეს უპატრონო, თუ რა ჭირს?!"

ანი ნადარეიშვილი სოზარ სუბარზე - "მთვრალია ეს უპატრონო, თუ რა ჭირს?!"

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სოზარ სუბარის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში გააკეთა.

":))))))))))))))))))))))) სოზარ სუბარი ინგა გრიგოლიასთან: "ჩემი ბადრაგი რომელიც ბაჩო ახალაიას დაყვებოდა სასამართლოში მეუბნებოდა, რომ ასეთი მყარი მტკიცებულებები და ასეთი პროფესიონალურად გამოძიებული საქმე არასოდეს მინახავსო, ეს ბადრაგი სხვათაშორის ძალიან კვალიფიციური და პროფესიონალი პროკურორი იყო..."

მთვრალია ეს უპატრონო, თუ რა ჭირს?! ან ბადრაგს რა საქმე აქვს მინისტრთან და რატომ ეჭორავება ან თუ კვალიფიციური პროკურორი იყო, რა უნდა ბადრაგად????? მიპასუხეთ ვინმემ რა :))))))", - წერს ნადარეიშვილი.

ბაჩო ახლაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

აღნიშნული საქმე 2 თვეზე მეტია მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განიხილა. საქმის მიხედვით, ბაჩო ახალაიას, ბრალდებულ 7 პირთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამება და არაადამიანური მოპყრობა ედება.

ბაჩო ახალაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაცვის მხარის მტკიცებით, სპეცრაზმელების წამებას ადგილი არ ჰქონია და მათ საწვრთნელი კურსი "რეინჯერი" გაიარეს.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმეებიდან ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე თავდაცვის მინისტრი დამნაშავედ სცნეს და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც ე.წ. სამხედროების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ეხებოდა, ბაჩო ახალაია გამართლდა.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ერთ, ახალ ბრალდებაზე, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეს უკავშირდება, პროცესი 18 ნოემბერს ჩაინიშნა, ახალაიას კი ბოლო ბრალდების საფუძველზე, 26 ოქტომბერს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

თავად ბრალდებული ახალაია ყველა წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ სცნობს და მის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს