"კლიჩკები", ანუ ქუთაისს მართავენ: "ბალუ", "სიროფა", "ჭყიპინა" და ძმანი მათნი...

"კლიჩკები", ანუ ქუთაისს მართავენ: "ბალუ", "სიროფა", "ჭყიპინა" და ძმანი მათნი...

საქართველოში მეტსახელებს დიდი ისტორია აქვს, თუმცა ამ მხრივ ქუთაისი მეტად უცნაური და განსაკუთრებულია. აქ ქუჩებს ოფიციალურ სახელთა გარდა, ასეთი სახელებიც ჰქვიათ: "რაჟდენიჩის გადასახვევი", "ხეკის გაჩერება", "მურიკოს გზატკეცილი" და სხვა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების მეტსახელების შესახებ მოგითხრობთ.

მერიის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი, კახა ქორიძე ბავშობაში "ზოროსთან" მსგავსებაზე ოცნებობდა, თუმცა თანატოლებისთვის "ბიკენტი" იყო. მერიის აპარატის უფროსს, გოგა კლდიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ გვარიდან გამომდინარე ზედმეტსახელად - "კლდეა" ურჩევნია, სამეგობრო წრეში "ბალუს" ეძახიან, რასაც თავად საგულდაგულოდ მალავს.

მერიის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსს, გია ფხაკაძეს იგივე "სიროფას", "კლიჩკა" ბავშობიდან სიროფიანი წყალის სიყვარულის გამო მოყვება. "ჭყიპინა", "კმარა", "თაზო" - ეს მეტსახელები ტერიტორიული მართვის სამსახურის უფროსს თამაზ ჩაკვეტაძეს ეკუთვნის. "მწუხარე სახის რაინდად" წოდებულ ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროს კოტე ქავთარაძეს, საკუთარი ზედმეტი სახელიც აქვს - "კოსტია", რომელიც რუსული სკოლიდან მოჰყვება. ერთ-ერთი ყველაზე სიტყვაძვირი რესპონდენტი ვიცე-მერი თემურ იოსებაშვილი დარწმუნებით ამტკიცებს, რომ "ნიკნეიმი" არ აქვს, თუმცა "ვარდების რევოლუციამდელ" ეპოქაში ქუთაისში საკმაოდ ცნობილ ძმებს - თემურ და დათო იოსებაშვილებს, თურმე, "ბასტი-ბუბუს" ეძახდნენ. რაც შეეხება მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს, გივი ჯიბლაძეს, მერიამ კი არა, მთელმა ქალაქმა იცის მისი მეტსახელი - ჯიბოს.

ასე რომ, წლები გავა და ვინ იცის, შეიძლება, ვინმემ თქვას კიდეც: "ეს მაშინ იყო, ქუთაისს "სიროფა", "ჯიბო", "ჭყიპინა" და ძმანი მათნი რომ მართავდნენო."

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა