უპატარძლო ქორწილი - მასიურ ღონისძიებაში მონაწილეობა 4 000-მა სასიძომ მიიღო

უპატარძლო ქორწილი - მასიურ ღონისძიებაში მონაწილეობა 4 000-მა სასიძომ მიიღო

იემენის დედაქალაქ სანაში მასიური საქორწინო ცერემონია გაიმართა, სადაც მონაწილეობა 4 000-მა ადამიანმა მიიღო.

შარიათის მკაცრი კანონების დაცვით, ქორწილში მხოლოდ სასიძოები მონაწილეობენ, პატარძალს მისვლის უფლება არ აქვს და გოგონა ქალებთან ერთად ქორწილს ცალკე, სხვა ადგილას აღნიშნავს. ნეფე-პატარძალი ერთმანეთს მხოლოდ ქორწილის ღამეს ხვდება - ხშირ შემთხვევაში ეს მათი პირველი შეხვედრაცაა.

ამ კონკრეტულ ქორწილში ყველა სასიძო ობოლი იყო. სწორედ ამიტომ ჩატარდა მასიური ქორწილი, რომელიც თავის თავზე შეიხმა აიღო. მასიური ქორწილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა. როგორც წესი, ცოლის შერთვა იემენში დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული - სასიძო ვალდებულია პატარძლის მამას 3 000 გირვანქა სტერლინგი მიართვას და ქორწილის ხარჯებიც თავად დაფაროს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს