ოკუპირებულ აფხაზეთში ლუდის მწარმოებელმა უდიდესმა ესტონურმა კომპანია "A. Le Coq"- მა პროდუქციის შეტანა შეწყვიტა. კომპანიის დირექტორმა ტარმო ნოოპმა ბალტიის ახალი ამბების სააგენტოს აცნობა, რომ კომპანიის წარმომადგენლები ესტონეთში საქართველოს საელჩომ დაიბარა და განუმარტა, რომ აფხაზეთში კომერციული საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
როგორც ტარმო ნოოპი აღნიშნავს, აფხაზეთის ბაზარი მას ესტონეთის 30 წლის წინანდელ ბაზარს აგონებს, სადაც იმპორტული პროდუქცია უცხო ხილია.