ფოთის მერის თანაშემწეს ხულიგნობის მუხლით ბრალი წაუყენეს

ფოთის მერის თანაშემწეს ხულიგნობის მუხლით ბრალი წაუყენეს

ფოთის საქალაქო სასამართლომ ფოთის მერის თანაშემწეს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში შორენა მირცხულავას 1500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ფოთის პროკურატურამ მირცხულავას ბრალი მოქალაქე ბესო მატკავას ცემის ფაქტზე, ხულიგნობის მუხლით წაუყენა.

ბესო მატკავას თქმით, მირცხულავამ მას და მის საცოლე, თეა გვასალიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. "29 ოქტომბერს, დილის 10 სთ-ზე შეყვარებული მივაცილე სამსახურში, იქ მანქანიდან გადმოვიდა შორენა მირცხულავა და თეასთან მივიდა. უშვერი სიტყვებით იგინებოდა, ყვიროდა: "მაჟორიტარის მონები და ბოზები ხართო". ვუთხარი თუ რამე საქმე გაქვთ გასარჩევი, მანქანაში ილაპარაკეთ-მეთქი. "შენ ვინ ხარო" და სახეში გამარტყა. ცდილობდა მეორე ხელითაც გაერტყა, რა დროსაც ხელი ვკარი. როგორც მითხრეს, ის წაქცეულა", - აცხადებს მატკავა.

დაპირისპირების მიზეზი, სოციალურ ქსელ Facebook-ის უცნობი ექაუნთის კომენტარები გახდა. მატკავა და გვასალია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები არიან.

იხილეთ ვრცლად

tspress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა