5 ხერხი თმის ცვენის შესაჩერებლად

5 ხერხი თმის ცვენის შესაჩერებლად

უმჯობესია, თმის ცვენის შესაჩერებლად ნატურალური პროდუქტები გამოიყენოთ, ვიდრე ძვირადღირებული საშუალებები შეიძინოთ. ამასთან, გარანტია არ გაქვთ, ნამდვილად დაგეხმარებათ თუ არა ისინი. გთავაზობთ 5 საშუალებას, რომლის მომზადება სახლის პირობებშია შესაძლებელი.

ცხელი მცენარეული ზეთით მკურნალობა: გამოიყენეთ ნებისმიერი მცენარეული ზეთი - ზეთისხილი, ქოქოსი, კანოლა. ის უნდა იყოს თბილი, მაგრამ არა ცხელი. შემდეგ თავის კანზე შეიზილეთ და ერთგვარი მასაჟი გაიკეთეთ. დაახლოებით 1 საათი დაიტოვეთ, შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

ნატურალური წვენი: შეგიძლიათ თავის კანზე ნივრის, ხახვის, ან კოჭას წვენი შეიზილოთ. თავზე მთელი ღამე დაიტოვეთ და დილით ჩამოიბანეთ.

თავის მასაჟი: დღეში თავის კანის 5 წუთიანი მასაჟი ძალიან სასარგებლოა სისხლის მიმოქცევისთვის. კარგი მასაჟი თმის ფოლიკულებს აქტივობას მატებს.

ანტიოქსიდები: თბილი მწვანე ჩაი (ჩაის 2 პაკეტი ჭიქა წყალში გახსენით) თავის კანზე შეიზილეთ. ეს ნაზავი 1 საათით დაიტოვეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. მწვანე ჩაი ანტიოქსიდებით მდიდარია, რაც თმის ცვენის წინააღმდეგ და თმის ზრდისთვის საუკეთესოა.

მედიტაცია: გჯერათ თუ არა, თმის ცვენის ძირითადი მიზეზი სტრესი და დაძაბულობაა. მედიტაცია დაგეხმარებათ, თმის ცვენა შეაჩეროთ და ორგანიზმში დარღვეული ჰორონალური ბალანსი აღადგინოთ.

მომზადებულია indiatimes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს