სკანდალები, რომელიც მაკა ჩიჩუასა და კარლა ბრუნის აერთიანებთ

სკანდალები, რომელიც მაკა ჩიჩუასა და კარლა ბრუნის აერთიანებთ

ქვეყნის პირველი ლედის სტატუსი დიდი პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, პრეზიდენტის მეუღლის მიმართ ინტერესი დიდია. რამდენად გემოვნებიანია პირველი ლედი, იღებს თუ არა ქვეყნის კულტურულ, თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, რამდენად ახდენს გავლენას მეუღლეზე  - ეს ის თემებია, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალბატონის, მაკა ჩიჩუას მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

მუსიკოსი, მსახიობი და მხატვარი მაკა ჩიჩუა რამდენიმე ქართულ ფილმშია გადაღებული, თუმცა საზოგადოების დიდი ინტერესი ფილმმა Keep Smiling-მა გამოიწვია. სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებსაიტებზე Keep Smiling-იდან იმ ფრაგმენტებს ხშირად ავრცელებენ, რომელშიც მაკა ჩიჩუას ეროტიკული სცენაა ასახული.

მარგველაშვილის საყვარელი ქალი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლეს კარლა ბრუნისაც შეადარეს. საფრანგეთის ყოფილ პირველ ლედისა და მაკას ბევრი საერთო აქვთ: ორივე მღერის, ინტერნეტში მათი თამამი ფოტოები მრავლადაა და ამასთან, არც კარლა და არც მაკა ქვეყნის პირველ პირებთან ოფიციალურ ქორწინებაში თავდაპირველად არ ყოფილან; შეგახსენებთ, ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007 წლის 16 მაისს გახდა. საპრეზიდენტო არჩევნებიდან ძალიან მალე სარკოზი მეუღლეს, სესილიას დაშორდა და განქორწინებიდან 1 თვის შემდეგ მის ცხოვრებაში ცნობილი მოდელი კარლა ბრუნი გამოჩნდა, რომელიც სარკოზიმ სადილზე გაიცნო; ამის შემდეგ წყვილს შორის რომანი გაჩაღდა. მათ ოფიციალურად 2008 წლის 2 თებერვალს პარიზში იქორწინეს.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას წყვილს, მარგველაშვილმა მედიასთან უკვე განაცხადა, რომ ის ამ ეტაპზე ცოლის მოყვანას არ აპირებს. მსოფლიო ლიდერთა შორის ანალოგი კვლავ საფრანგეთზე შეგვიძლია გავავლოთ - საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ფრანსუა ორლანდიც დაუქორწინებელია და მისი პარტნიორი ფრანგი ჟურნალისტი ვალერი ტრიერვეილერია.

ეკატერინე ციცხვაია, "ამბები.ge"

იხილეთ ფოტოგალერეა: შიშველი კარლა ბრუნი

ასევე იხილეთ: აკისრებს თუ არა კანონი პრეზიდენტს ოჯახურ ვალდებულებას

ფოტომონტაჟში გამოყენებულია "სითის" ფოტო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია