"სუსტი სქესი - მამაკაცის ახალი სახე თანამედროვე ხელოვნებაში" - შვეიცარიაში გამოფენა გაიხსნა

"სუსტი სქესი - მამაკაცის ახალი სახე თანამედროვე ხელოვნებაში" - შვეიცარიაში გამოფენა გაიხსნა

შვეიცარიაში, ბერნის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით "სუსტი სქესი - მამაკაცის ახალი სახე თანამედროვე ხელოვნებაში".

მუზეუმის საიტის კომუნიკეში ნათქვამია, რომ ეს ექსპოზიცია "მამაკაცის სქესის ახალი როლის განსაზღვრაში საკუთარ წვლილს შეიტანს და განავითარებს თემას, რომელსაც აკადემიურ წრეებსა და მასორივ კულტურაში ხშირად განიხილავენ". მხატვრებმა, ფოტოგრაფებმა, კინორეჟისორებმა და არქიტექტორებმა ამ თემაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.

როგორც ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, შვეიცარიის მუზეუმისთვის ასეთი გამოფენა უჩვეულოა, რადგან ქვეყანაში დღემდე საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის როლებზე ტრადიციული შეხედულებები არსებობს.

ამასთან, როგორც მუზეუმის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, გამოფენის სახელი შემთხვევითი არაა.

"სტატისტიკით, მამაკაცები უფრო ადრე კვდებიან. კანონს უფრო ხშირად ასევე მამაკაცები არღვევენ. მათ საკმარისი ძალა არ ჰყოფნით გაუმკლავდნენ რთულ გარემოებებს ან წინ აღუდგნენ ცდუნებას. მრავალი მამრობითი სქესის წარმომადგენელი სპორტსმენი მნიშვნელოვანი შეჯიბრის წაგების შემდეგ ტირის ან პირიქით, თვალცრემლიანი აღნიშნავს გამარჯვებას. გადაღლილი ტოპ-მენეჯერები, რომლებიც მხოლოდ საძილე აბებით იძინებენ, ფერმკრთალი ყმაწვილები, რომლებიც გაუზიარებელი სიყვარულით იტანჯებიან - მამაკაცის ასეთი სახის ნახვა სიბრალულს იწვევს", - აღნიშნავენ მუზეუმში.

გამოფენის ყველა ნამუშევარი ექვს დარბაზშია გადანაწილებული: "ძლიერი სისუსტეები", "ექსპერიმენტები", "ემოციები", "მგრძნობიარობა", "კრიტიკა და კრიზისი", "ვაჟკაცობა და თვალთმაქცობა". ექსპონატები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა განლაგებული. აქ შესაძლებელია ნახვა თუ როგორ იცვლებოდა საზოგადოებაში მამაკაცის იმიჯი და ადგილი სექსუალური რევოლუციის შემდეგ, თუ როგორ გაჩნდა ფემინისტური მოძრაობა და ევროპის რიგ ქვეყნებში როგორ დააკანონეს ერთსქესიანთა ქორწინება.

გამოფენაზე ფოტოები, ვიდეოფრაგმენტები, სკულპტურები და უჩვეულო ძეგლებია წარმოდგენილი. ბერნის მუზეუმთან თანამშრომლობით კინოში თემატური კინოფილმებიც გადის.

მომზადებულია kunstmuseumbern.ch-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს