ინდოეთში მგელ-ქალი დაიბადა

ინდოეთში მგელ-ქალი დაიბადა

ინდოეთში ე.წ. "მაქციების სინდრომის" მატარებელ ოჯახს ახალი წევრი შეემატა. პატარა გოგონას სხეული, ოჯახის წევრების მსგავსად, ხშირი ბეწვითაა დაფარული. ამ ანომალიას იშვიათი, გენეტიკური პათოლოგია განაპირობებს, რომელიც ახალ თაობას დედისგან გადაეცემა.

პატარა გოგონას შემთხვევაში ამ სინდრომის მატარებელი ორივე მშობელია, ამის მიუხედავად, ექიმები აცხადებენ, რომ პატარა სრულიად ჯანმრთელია. მშობლებს კი მიაჩნიათ, რომ მათი პატარა ღმერთის რჩეულია და სქელი ბეწვი მას ღვთიურ ნიშნად გამოჰყვა.

მაქციების ოჯახში (ასე უწოდებენ მათ თანასოფლელები) თითქმის ყველა წევრი ამ პათოლოგიით იტანჯება. მათ სხეულებს ფეხებიდან სახის ჩათვლით სქელი ბეწვი ფარავს. ამ დაავადებას მედიკოსები ვერვოლფის სინდრომს უწოდებენ, რომლის მატარებელიც დღეს მსოფლიოში ასზე მეტი ადამიანია.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს