დაჩი გრძელიშვილი - "რა მეფე, რის მეფე. არ მყავს და არც მეყოლება"

დაჩი გრძელიშვილი - "რა მეფე, რის მეფე. არ მყავს და არც მეყოლება"

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უფლისწულ გიორგის ნათლობას ეხმაურება.

"ნეტა ერთი ე მაგ ბავშვს არა სტანჯამდეთ, რაა. ქართველი მეფე მე ვიცი ისტორიის წიგნში... და სხვათა შორის, უწესო და წესიერი იმ წიგნშიც არის - "მეფე" არ ნიშნავს კარგსა და სპეტაკს; არც "სამეფო" ნიშნავს მხოლოდ კეთილდღეობას და სიკეთეს. და საერთოდაც, გაგვანებეთ რა თავი... რა მეფე, რის მეფე. არ მყავს და არც მეყოლება. აქ ბავშვები უფულობის გამო ავადმყოფობით კვდებიან და ესენი უფლისწულობანას თამაშობენ აქა!", - წერს გრძელიშვილი.

სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი მონათლეს. უფლისწულს 4 ნათლია ჰყავს - ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მიხეილ ახვლედიანი, და უფლისწულის ბიძები - გურამ და ირაკლი ბაგრატიონები. ისინი უფლისწულის მამის, დავითის ძმები არიან.

იხილეთ ასევე: სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი მონათლეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს