რას ხედავენ ადამიანები კლინიკური სიკვდილის შემდეგ

რას ხედავენ ადამიანები კლინიკური სიკვდილის შემდეგ

კლინიკური სიკვდილი დღემდე ამოუხსნელი ფენომენია და მეცნიერებს ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ.

უამრავი სამეცნიერო ნაშრომია ე.წ. ”სიკვდილის გამოცდილებასა” (NDE) და ”სხეულს გარეშე ცხოვრების გამოცდილებაზე” (OBE). გთავაზობთ იმ ადამიანთა შთაბეჭდილებებს, რომელთაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს. რასაკვირველია, პაციენტთა კონფიდენციალურობა დაცულია.

1. მათ გრძელი და ბნელი გვირაბი დაინახეს.

2. ადამიანმა უეცრად გააცნობიერა, რომ ფიზიკურ სხეულს გამოეყო, თუმცა იმავე გარემოში იმყოფებოდა. სხეულს გარკვეული დისტანციიდან უყურებდა.

3. ხედავს, რა ემართება სხეულს და ცდილობს, სიცოცხლეს დაუბრუნდეს.

4. გარკვეული დროის შემდეგ ახალ სიტუაციასთან შეგუებას ცდილობს. გააცნობიერა, რომ ახალი "სხეული" აქვს, რომელიც საკუთარი სხეულისგან განსხვავდება.

5. ეცხადებათ მამის, დედის, ან უახლოესი ნათესავების ან მეგობრის სული, რომლებიც ახალ მდგომარეობაში გადასვლაში ეხმარებიან.

6. ადამიანი კაშკაშა სინათლეს ეჯახება.

7. გავლილი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს ხედავს და შეკითხვებს პასუხობს.

8. დაინახა საზღვარი, თუმცა გავლებულ ხაზზე არ გადავიდა, რადგან რაღაცამ გაახსენა, რომ უნდა დაბრუნდეს.

9. კლინიკური სიკვდილისას ხშირად ხედავენ, რომ ცურავენ.

ზოგიერთი მეცნიერი ”სიკვდილის გამოცდილებასა” და ”სხეულს გარეშე ყოფნის გამოცდილებას” უარყოფს. მათი მოსაზრებით, ემოციები და კადრები, რასაც კლინიკური სიკვდილის დროს პაციენტი ხედავს, ან განიცდის, იმით აიხსნება, რომ ტვინს ჟანგბადის მიწოდება უსუსტდება. ქირურგები ამტკიცებენ, რომ ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც პაციენტ მამაკაცს საოპერაციო მაგიდაზე ანესთეზიის გაკეთებისას ისეთი ემოცია ჰქონდა, თითქოს საკუთარ სხეულს ზემოდან უყურებდა. ანესთეზიიდან გამოსვლისას პაციენტი ირწმუნებოდა, რომ ხედავდა, რას აკეთებდნენ ექიმები. მისი თქმით, ქირურგი უცნაურად მოძრაობდა და მას მკლავების ნაცვლად, ფრთები ჰქონდა. ექთნების თქმით, პაციენტს ოპერაციისას თვალები დახუჭული ჰქონდა და ვერაფერს დაინახავდა.

მომზადებულია Fwthinking-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს