ჰარი პოტერის სამყაროში მოხვედრა ახლა ყველას შეუძლია

ჰარი პოტერის სამყაროში მოხვედრა ახლა ყველას შეუძლია

ჰარი პოტერის სამყაროში მოხვედრა ახლა ყველა მსურველს შეუძლია - ცნობილი წიგნის გმირის ფანებისთვის ლონდონის შემოგარენში Warner Bros. Studio Tour გაიხსნა.

გრიფინდორისა და სლიზერინის სამყაროში მოხვედრის, ჰოგვარდსის დათვალიერების, კვიდიჩის თამაშისა და ჯადოსნური ნივთების შეძენის მსურველებმა პარკის ოფიციალურ საიტზე ბილეთი უნდა შეიძინონ. უფროსებისთვის ბილეთი 29 ფუნტი ღირს, ბავშვებისთვის - 21,50. პარკი რამდენიმე ზონადაა დაყოფილი. პირველში - ინტერიერი, მსახიობების გრიმი და კოსტუმებია წარმოდგენილი, ამავე ზონაშია ინტერაქტიული ოთახები, სადაც ჯადოსნური ჯოხის ხმარებასა და ცოცხზე ფრენას ”ასწავლიან”.

ექსპოზიციის მეორე ნაწილი ქუჩაშია - აქაა უიზლების სახლი, სადაც ყელსახვევები დამოუკიდებლად იქსოვება და თეთრეული უთოვდება, აქვეა ღამის ავტობუსი და ტომ რიდლის საფლავის ქვა. პარკის მესამე ნაწილი სპეცეფექტებს ეძღვნება. აქ ფილმის გადაღებების შესახებ ზოგიერთი საიდუმლოებების გაგებაა შესაძლებელი. ეს პარკის საშიში ნაწილია, რადგან დროდადრო ექსპონატები ცოცხლდებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს