ირაკლი კაკაბაძე - "ხუდონჰესს არ გვაპატიებს შთამომავლობა"

ირაკლი კაკაბაძე - "ხუდონჰესს არ გვაპატიებს შთამომავლობა"

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

"ხუდონჰესის პროექტი არანაირად არ წაადგება საქართველოს. საჭიროა ხელისუფლებამ ყური უგდოს ხალხს და გარემოს დამცველებს. უკვე 25 წელია რაც ქართველი ხალხი ხუდონჰესის წინააღმდეგ იბრძვის. მერაბ კოსტავადან, ზვიად გამსახურდიადან, ზურაბ ჟვანიადან დაწყებული და სვანეთის მოსახლეობის უმრავლესობით დამთავრებული. არ მივცეთ უცხო მონათმფლობელს იმის საშუალება, რომ დაასახიჩროს ჩვენი ბუნება. ჩვენი მთავარი სიმდიდრე ჩვენი ბუნებაა.

ჩვენ ხუდონჰესის აშენების წინააღმდეგ გამოვდივართ უკვე 1988 წლიდან. მის მერე არც ერთ ექსპერტს თუ ენერგეტიკის სპეციალისტს არ შემოუთავაზებია ისეთი გეგმა, რომელიც რომელიმე ჩვენგანს მაინც მოეწონებოდა (ვგულისხმობ არა მარტო გარემოს დამცველებს, არამედ ყველა ამ სფეროსთან დაახლოებულ პირს). ანუ არანაირი გამართლება არ მოუძებნიათ. მითუმეტეს ახლა თურმე ეს ხდება არა სახელმწიფო ინვესტირებით (რის წინააღმდეგაც აგრეთვე ვიყავი 25 წლის განმავლობაში), არამედ რაჯ ტატას ოჯახის კერძო ინვესტიციით - ანუ თურქეთში გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის დიდი ნაწილი ამ ტრანსნაციონალური კორპორაციის ჯიბეში ჩავა. რად გვინდა სვანეთის და დასავლეთ საქართველოს ამხელა რისკში ჩაგდება რაჯ ტატას ოჯახის და მულტი-ნაციონალების კიდევ უფრო გამდიდრებისთვის?.. ძალიან სერიოზული კითხვაა.

მარქსის "კაპიტალიც" კი, რომელიც მარქსის უძლიერესი ნაწარმოები არაა - ეგეც რომ ჰქონდეთ წესიერად წაკითხული - და კითხვა რომ იცოდნენ საერთოდ - ეს იქნებოდა ძალიან კარგი. ჯერ მიშამ განაახლა ეს დანაშაულებრივი პროექტი და ის შეეკრა ტატას ოჯახს და ახლა ქოცებიც აყვნენ ფერხულში. იმედია, ჭკუას გამოიჩენს ახალი ხელისუფლება. ხუდონჰესს არ გვაპატიებს შთამომავლობა", - წერს კაკაბაძე.

კაკაბაძის პოსტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია ეხმაურება და უფლებადამცველის შეხედულებას იზიარებს.

"გიგანტური ჰესების მშენებლობაზე და მათ შორის ხუდონჰესის შესახებ წერდა ზვიად გამსახურდია თავის ლექსში: "ამ ენგურჰესით და ჟინვალჰესით, / სურთ საქართველოს აუგონ წესი. / ჩვენს ბრგე ციხეებს, ტანკენარ ტაძრებს / ეს საუკუნე სპობს უახლესი. / მალე გვექნება მინაძეჰესი, / დაშლის ვარძიას, ზარზმას და ხერთვისს. / მოთქმა-გოდება ჯავახის, მესხის / აბობოქრებულ ტალღებს შეერთვის. / ამ ხუდონჰესით, ნამოხვანჰესით / სვანეთს და ლეჩხუმს სურთ დასცენ მეხი, / რომ სამუდამოდ ჩვენს მთიანეთში / ამოუკვეთონ ქართველ კაცს ფეხი. / ამ ენგურჰესით და ჟინვალჰესით / სურთ საქართველოს აუგონ წესი, / თან გვარწმუნებენ, იცავსო ძეგლებს / ეს საუკუნე უდიადესი", - წერს გამსახურდია.

სვანეთში, სოფელ ხაიშში ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივები ფიცის დადებას განაგრძობენ. ისინი გუშინ ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში შეიკრიბნენ და ფიცი დადეს. მათი რიცხვი 200-ზე მეტია.

როგორც ადგილობრივი სკოლის პედაგოგი აკაკი ზუმბაძე აცხადებს, ფიცს დებენ არა მარტო ხაიშის, არამედ მთელი სვანეთის მცხოვრებლები. ფიცის ტექსტი შემდეგია: "ვფიცავ, არ დავიშურებ ძალ-ღონეს და ჭკუა-გონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სოფელი და სასაფლაოები წყალქვეშ არ მოექცეს. ფიცის სინამდვილეს ვადასტურებ ხელმოწერით".

გარდა ადგილობრივებისა, ხაიშში ხუდონჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილობრივებს სოლიდარობას უცხადებენ. მათ შორის იყვნენ ლაშა ჩხარტიშვილი, ნინო ჩხობაძე, გია ხევიაშვილი, მირონ ფირცხელანი.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან ხუდონჰესის აშენებას. მათივე ინფორმაციით, იყო შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! კომპენსაციებზე, თუმცა კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა. თუმცა, მოსახლეობის თქმით, რა თანხაც არ უნდა შესთავაზონ, ხუდონჰესის მშენებლობას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს