რა არ უნდა მიწეროთ SMS-ით საყვარელ ადამიანს

რა არ უნდა მიწეროთ SMS-ით საყვარელ ადამიანს

ტექსტური შეტყობინებით სერიოზული საუბარი, კამათი ან პატიების თხოვნა არ ღირს - ამან შესაძლოა ურთიერთობა დაანგრიოს. ასეთ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. მათი კვლევის შედეგები ჟურნალ Journal of Couple and Relationship Therapy-ში გამოქვეყნდა.

ბრიგამა იანგას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად 18-25 წლის 276 ადამიანი მიიწვიეს. მათგან თითქმის ნახევარი დანიშნული იყო, 40%-ს სერიოზული ურთიერთობები ჰონდა, ხოლო 16%-ს მეუღლე ყავდა. ყველა მონაწილემ ონლაინ-ანკეტა შეავსო, სადაც, აღნიშნეს, რამდენად ხშირად წერენ ტექსტურ შეტყობინებებს და რომელ ტექნოლოგიებს იყენებენ ამისთვის.

მათ ასევე უნდა ეამბათ, რისთვის წერენ ისინი ერთმანეთს SMS-ებს თუ სოციალურ ქსელებში წერილებს და სამი ვერსია შესთავაზეს: 1. იმისთვის, რომ სიყვარული გამოეხატათ. 2. რაღაც არასასიამოვნო მიეწერათ და ამით ადრესატისთვის გული ეტკინათ. 3. პრობლემების გადაწყვეტა ეცადათ. აქვე მოხალისეები აფასებდნენ, რომანტიული ურთიერთობებით რამდენად კმაყოფილნი იყვნენ.

შედეგად, სამი ძირითადი დასკვნა გაკეთდა:

ქალებისთვის: მიმოწერით მობოდიშება, უთანხმოების განხილვა და პრობლემის გადაწყვეტა - არადამაკმაყოფილებელი ხარისხის ურთიერთობის ნიშანია.

მამაკაცებისთვის: საკმაოდ ხშირი მიმოწერა - არადამაკმაყოფილებელი ხარისხის ურთიერთობის ნიშანია.

ყველასთვის: ტექსტური შეტყობინებით სიყვარულის გამოხატვა - ურთიერთობას განამტკიცებს.

შედეგად, თუკი ურთიერთობაში პრობლემა გაქვთ, უმჯობესია მას საერთოდ არაფერი მისწეროთ და უკმაყოფილება შეხვედრისას გამოხატოთ, თუ ეს ურთიერთობა ძვირფასია.

მომზადებულია Journal of Couple and Relationship Therapy-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს