საპარლამენტო ქალაქი საკანცელარიო ურნებით

საპარლამენტო ქალაქი საკანცელარიო ურნებით

ქუთაისის მერიამ ქალაქის სკვერებში საბაღე, ე.წ. დეკორატიული (ლითონის) ურნების განსათავსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოყო. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ინდმეწარმე "ირაკლი ლიპარტიამ" 3 ათასი ლარით ნაკლები მოითხოვა. სამაგიეროდ, ირკვევა, რომ სკვერებში ტენდერით გათვალისწინებული ურნების ნაცვლად, ფირმამ საკანცელარიო ურნები განათავსა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ტენდერით გათვალისწინებული ყველა პირობა დააკმაყოფილეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, რამდენი დაჯდა თითოეული ურნის შეძენა. ფირმის ხელმძღვანელის, ირაკლი ლიპარტიას განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის საამქროს გარდა, ლითონის ურნები თბილისში არსად მზადდება, ხოლო თურქეთიდან მისი ჩამოტანა ძვირი ჯდება. "აუცილებელი არ იყო ურნა მყარი ლითონისგან ყოფილიყო დამზადებული. ჩვენს მიერ დადგმული საკანცელარიო ურნა ალუმინნარევია. არ იჟანგება და უფრო დიდხანს ძლებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ საკანცელარიო ურნები განგვეთავსებინა", - აცხადებს ირაკლი ლიპარტია.

მერიის კეთილმოწყობის სამასხურში განმარტავენ, რომ მათ ფუნქციაში არ შედის შესრულებული სამუშაოების მონოტორინგის საკითხი.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა