ვინ გახდება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი?

ვინ გახდება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი?

საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2 დღეში, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ივანე წიკლაურმა პრეზიდენტის კანცელარიაში გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა. ვიდრე წიკლაურის განცხადებას დააკმაყოფილებენ, რეგიონში მომავალი გუბერნატორის ვინაობის შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

არჩევნებამდე სამცხე-ჯავახეთში ყოფილი რწმუნებულის გელა კვარაცხელიას კანდიდატურას განიხილავდნენ. იგი გუბერნატორი 2003 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე იყო და ამჟამად "ქართული ოცნების" ცენტრალურ შტაბში აქტივის წევრია. არჩევნების შემდეგ, გუბერნატორის პოსტზე "ქართული ოცნების" შტაბის უფროსის მალხაზ ჟუჟუნაძის კანდიდატურას მოიაზრებენ. 

აღნიშნულ ვერსიებს ორივე სავარაუდო კანდიდატი უარყოფს. "ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო, ამაზეა ნათქვამი. ვერაფერს გეტყვით, რა როგორ იქნება, მაგრამ თუ ვინმე გამოხატავს ნდობას ჩემს მიმართ, გამიხარდება. ჩემი მიზანია ქვეყანას ვემსახურო, თანამდებობისთვის არასდროს მიბრძოლია", - აცხადებს ჟუჟუნაძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა