სალომე ზურაბიშვილის მწვავე პასუხი მონარქიის აღდგენის მოწინააღმდეგეებს

სალომე ზურაბიშვილის მწვავე პასუხი მონარქიის აღდგენის მოწინააღმდეგეებს

უფლისწული გიორგის მონათვლას ქართულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა; ერთბაშად ალაპარაკდნენ "მეფის ინსტიტუტის" აღდგენაზე და ამ საკითხმა მწვავე დუსკუსიის სახე მიიღო. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე მათ, ვინც მონარქიის იდეას ირონიით უყურებს, საკმაოდ მწვავედ პასუხობს:

"საინტერესოა ქვეყანაში სადაც თავი მოგვყავს ქრისტიანებად, მართლმადიდებლებად, ტრადიციონალისტებად, საქართველოს წარსულის თაყვანისმცემლებად, პატრიოტებად, ისტორიის მცოდნეებად, ჩვენი კულტურის მადიდებლებად … რომ უცებ ერთ ბავშვის ნათლობაზე და ბაგრატიონების ხსენებაზე ატყდა ალიაქოთი და საკმაოდ შეურაცხმყოფელი გამონათვქამები, რომლებიც ძირითადად ავლენენ უვიცობას საკუთარი ისტორიისა … საკვირველია, იმ ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებელობის და სახელმწიფო არსებობის 99 პროცენტს სწორედ მონარქია შეადგენს და დანარჩენი კი 1 პროცენტს- (ყველაზე მძიმე პერიოდი და წარუმატებელი ჩვენი ისტორიისა: იმპერიის ტყვეობაში, კომუნიზმის ტყვეობაში და ჩვენი პოსტ კომუნისტების ტყვეობაში)- რატომ და როგორ ჩნდება ასეთი უარყოფი და დაუსაბუთებელი განწყობა მონარქიის მიმართ, სამეფო ოჯახის მიმართ, და საერთოდ ქვეყნის წარსულის მიმართ……ანუ იგივე ჩვენი დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ არსებობის მიმართ…. ალბათ დაფიქრება გვმართებს! აქ არ არის ლაპარაკი რომელ წყობას ავირჩევთ ხვალ და რომელი უფრო წარადგება ქვეყანას, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანაში უარგუმენტოდ ცენზურა დაწესდეს და განხილვა აიკრძალოს უაღრესად მნიშვნელოვან საკითხისა და დაცინვით გადაიფაროს. საპრეზიდენტოდან და საპარლამენტოზე გადასვლა არჩევანის და დებატის გარეშე მოხდა, ამავე დროს მონარქიაზე თურმე ფიქრიც არ შეიძლება …. ნუთუ ასეთ სტერილურ რეალობაში საზოგადოებრივი თავისუფალი აზრი შეიძლება იშვას ???", - წერს ზურაბიშვილი.

ასევე იხილეთ: "პრობლემა მოსახლეობაშია და არა მეფეში" - რას ფიქრობენ ცნობილები მონარქიის აღდგენაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

დაჩი გრძელიშვილი:

"რა მეფე, რის მეფე. არ მყავს

და არც მეყოლება"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს