სტუდენტი, რომელიც 17-ე სართულიდან გადმოვარდა, გადარჩა

სტუდენტი, რომელიც 17-ე სართულიდან გადმოვარდა, გადარჩა

ნიუ-იორკში სტუდენტი, რომელიც 17- სართულიანი საერთო საცხოვრებლის სახურავიდან გადმოვარდა, გადარჩა. მან ორ შენობას შორის ვიწრო სივრცეში 36 საათი გაატარა.

19 წლის ნიგერიელი აშერ ვონგტაუ სავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. დაშავებულს თავის ქალის, მენჯისა და ხელების მოტეხილობა აქვს.

ვონგტაუ საერთო საცხოვრებლის დარაჯმა იპოვა. მის გადასარჩენად ოპერაცია 1,5 საათი გაგრძელდა.

სტუდენტი სტუდენტური საერთო საცხოვრებელსა და ავტოსადგომს შორის მდებარე  60 სანტიმეტრი სიგანის სივრცეში გაიჭედა. მის ამოსაყვანად მაშველებს ერთ-ერთ კედელზე ხვრელის გაკეთება მოუწიათ.

რატომ გადავარდა ვონგტაუ სახურავიდან, უცნობია. საერთო საცხოვრებილის მაცხოვრებლების თქმით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც შენობაში სახანძრო სიგნალიზაცია ამოქმედდა და ევაკუაცია დაიწყო. ვიღაცამ დაინახა, რომ იგი შენობის სახურავზე გარბოდა. იქვე იპოვეს მისი მობილური ტელეფონიც.

მომზადებულია The New York Daily News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს