პროდუქტები, რომელიც ცხიმის წვას უწყობს ხელს

პროდუქტები, რომელიც ცხიმის წვას უწყობს ხელს

არსებობს პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმის მიერ ცხიმის წვას აძლიერებს და გახდომის პროცესი უფრო ეფექტურად მიმდინარეობს.

ასეთია მაგალითად ანანასი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, - ანანასის გული. ანანასი საუკეთესო პარტნიორად ითვლება რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლების საქმეში. მაგრამ ბრომელაინი, რომელსაც "ცხიმების მჭამელი ენზიმის" სახელითაც მოიხსენებენ, გემრიელი ნაყოფში კი არა, მის გულშია თავმოყრილი, რომელსაც მირთმების დროს ვაჭრით, რადგან მაგარი და მომწაროა. ბრომელაინი შლის ცელულიტის ქსოვილებს და ზედმეტ ცხიმს გამოდევნის, რაც ორგანიზმის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს.

დარიჩინი დიეტური თვალსაზრისით არც ისე ცნობილია, არა და ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, შესაბამისად ეს შაქარი აღარ ჩაილექება ორგანიზმში ცხიმის სახით. თანაც, დარიჩინით ადვილად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ შაქარი ჩაიში, ყავასა და იოგურტში/მაწონში, რაც კიდევ უფრო ამცირებს შაქრის მოხმარებას.

რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ამ სიაში ბადრიჯანიც მოხვდა. ის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ორგანიზმს ცხიმის გადამუშავებას უადვილებს. როდესაც ბადრიჯნის გასახდომ თვისებებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია არც ნიგვზიან ბადრიჯანს ვგულისხმობთ და არც ტაფაზე ბლომად ზეთში შემწვარს. თუ გვსურს რომ მისი სიკეთით ბოლომდე ვისარგებლოთ, ბადრიჯანი უცხიმოდ უნდა მოვამზადოთ გრილზე ან ღუმელში, შემდეგ მცირეოდენი ზეითუნის ზეთით შევაზავოთ, სხვადასხვა მწვანილეულთან ერთად. ასე უფრო ჯანსაღიცაა და გემოც შესანიშნავი რჩება.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს