უსახლკარო კაცს 13 წელია, ცხედართან ერთად საფლავში სძინავს

უსახლკარო კაცს 13 წელია, ცხედართან ერთად საფლავში სძინავს

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში მცხოვრებ უსახლკარო კაცს, 47 წლის ფაბიო ბერალდო რიგოლოს 13 წელია ცხედართან ერთად საფლავში სძინავს.

სასაფლაოზე ცხოვრება ფაბიომ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნარკოტიკების მოხმარების გამო ჯერ სამსახური დაკარგა, შემდეგ კი ოჯახმა სახლიდან გააგდო. ის გარდაცვლილი მეგობრის საფლავზე წავიდა და იქ დასახლდა. 6 კაციან აკლდამაში 6 გვამი და ერთი ცოცხალი ფაბიოა.

"ძალიან მინდა, სახლი მქონდეს. შანსი რომ მომცენ, სამსახურში დავბრუნდებოდი. მკვდარი მკვდრებთან ვცხოვრობ. აქ სამარისებური სიჩუმეა, ვერავის ველაპარაკები. 13 წელია ასე ვარსებობ. სულები არ შემხვედრია, არც ღამე გარდაცვლილებთან ერთად ძილი მაშინებს. გარდაცვლილების არ მეშინია, სიცოცხლის მეშინია", - ამბობს ფაბიო.

მომზადებულია msn.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს