ნუდისტებმა შიშვლად მასობრივად გაცურეს

ნუდისტებმა შიშვლად მასობრივად გაცურეს

მაიამიში ნუდისტების ჯგუფმა შიშვლად გაცურა. ამ ღონისძიებით მათ გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა სურდათ. ღონისძიება ჰოლოვერის სანაპიროზე გაიმართა, რომელიც უკვე 23 წელია ნუდისტების შეკრების ადგილია.

გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას 805 ადამიანი ცდილობდა. ცურვას, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა, მოწვეული ექსპერტები და სანაპირო ასოციაციის წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალყურს. ისინი აკვირდებოდნენ, რომ ყველა მონაწილეს ორგანიზატორებისგან სამაჯურები მიეღოთ და წყალში სპეციალურად დადგენილი კარით შესულიყვნენ.

მასობრივი გაცურვა ფოტო და ვიდეოკამერით გადაიღეს. მასალები გინესის რეკორდების წიგნს გაუგზავნეს, რომელმაც ჩატარებული ღონისძიება უნდა შეაფასოს. მოქმედი რეკორდი ესპანეთში 2013 წელს დამყარდა. მაშინ ღონისძიებაში 729-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მომზადებულია Miami Herald-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს