ინტერვიუ ქალთან, რომლის ქმარსაც 39 ცოლი, 94 შვილი და 33 შვილიშვილი ჰყავს

ინტერვიუ ქალთან, რომლის ქმარსაც 39 ცოლი, 94 შვილი და 33 შვილიშვილი ჰყავს

”ამბები.გე” უკვე წერდა ინდოეთის შტატ მიზორამში მცხოვრებ 67 წლის ზიონა ჩანას შესახებ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახის უფროსია.

მამაკაცს 39 ცოლი, 94 შვილი, 14 რძალი და 33 შვილიშვილი ჰყავს. მთელი ოჯახი 100 ოთახიან სახლში ცხოვრობს. 4 სართულიანი შენობა მხოლოდ ჩანების ოჯახს ეკუთვნის. ოჯახში მისული სტუმარი თავს სამხედრო ბაზაზე გრძნობს, რადგან ყველა წევრი ზიონასა და მისი პირველი ცოლის სურვილს ემორჩილება. მათი სიტყვა დანარჩენი 179 ადამიანისთვის კანონია.

ჟურნალისტმა ზიონას პირველ მეუღლესთან, ზათიანგთან ინტერვიუ ჩაწერა და დაინტერესდა, რას განიცდის პირველი ცოლი, რომლის ქმარმაც მოგვიანებით 38-ჯერ იქორწინა. 71 წლის ქალის თქმით, ცოლები ერთმანეთზე არ ეჭვიანობენ და ბედნიერი ოჯახი აქვთ.

"როდესაც ზიონაზე გავთხოვდი, 17 წლის ვიყავი. 39 ცოლიდან ყველაზე მეტი წელია, მასზე ვარ გათხოვილი, შესაბამისად, ოჯახში მცხოვრები ყველა ქალი მე მემორჩილება და ჩემი ნებართვის გარეშე ვერც სადილს გააკეთებენ და ვერც სახლში შეცვლიან რამეს", - ამბობს ის.

რაც შეეხება 39-ე ცოლს, 30 წლის სიამთანგს, ის იმედოვნებს, რომ საპატიო "ბოლო ცოლის ამპლუაში" არავინ შეეცილება და მეუღლე მეორმოცე ქალზე არასდროს დაქორწინდება.

მომზადებულია asiaone.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს