"ნაციონალების" ოფისის ძარცვაში "რესპუბლიკური პარტიის" აქტივისტია ეჭვმიტანილი

"ნაციონალების" ოფისის ძარცვაში "რესპუბლიკური პარტიის" აქტივისტია ეჭვმიტანილი

დღეს, დილით "ნაციონალური მოძრაობის" გორის შტაბის წევრებს ოფისი გაძარცული დახვდათ. პლაზმური ტელევიზორი და ლეპტოპები წაღებული, კედლებზე ჩამოკიდებული ფოტოები და ბანერები კი ძირს დაყრილი იყო. პარტიის ოფისში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მეშვეობით საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის იდენტიფიკაცია მოახდინა, რომელიც კოალიციაში შემავალი, "რესპუბლიკური პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრი, 1992 წელს დაბადებული გიორგი პ. აღმოჩნდა. ეჭვმიტანილი შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს.

"რესპუბლიკელი" გიორგი პ. პირველად არ მოხვდა ყურადღების ცენტრში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს. მის დასაცავად კი კოალიციის აქტივისტებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. გიორგი პ-ს ცემის ფაქტზე არცერთი პოლიციელია დაკავებული და დასჯილი. მაშინ დაზარალებული აცხადებდა, რომ ნაციონალების მმართველობის პერიოდში პოლიციის თანამშრომლები კოალიციიდან ინფორმაციის გატანას აიძულებდნენ. მისივე თქმით, დავალების შეუსრულებლობის გამო, ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი მას გორის ციხიდანაც აგდებდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა