გიორგი კვირიკაშვილი - ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება

გიორგი კვირიკაშვილი - ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება

საქართველოს ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა შეეცდება, სოციალური ვალდებულებები მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს. "ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება იქიდან გამომდინარე, რომ ზრდა მეტი იყო დაგეგმილი. მაგრამ ყველა სოციალური ვალდებულება, რომელიც დაგეგმილი იყო, ბიუჯეტის მიერ შესრულებული იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის "ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმაც".

"კმაყოფილების გრძნობა იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდა 6%-იანი უნდა ყოფილიყო და 2,5%-ია, ბუნებრივია, არავის აქვს. თუმცა, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა და პირველ რიგში ეს იყო ის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც ქვეყანაში არსებობდა და უამრავი დესტრუქციული ქმედება ოპოზიციის მხრიდან. იყო ჩვენი მხრიდანაც გარკვეული მიზეზები – საწყის ეტაპზე კოორდინაციის ნაკლებობა, რაც დღეს აბსოლუტურად დაძლეულია. რაც შეეხება იმას, რომ ინვესტიციებში არის 20%-იანი კლება, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ