ექიმებმა ხანგრძლივი ცხოვრების დიეტა გაამხილეს

ექიმებმა ხანგრძლივი ცხოვრების დიეტა გაამხილეს

ექიმები აცხადებენ, რომ ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ხმელთაშუა ზღვის დიეტა უნდა დაიცვათ.

როგორც ბორდოს უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, საშუალო ასაკის ქალები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტას იცავენ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ და ჯანმრთელობის ნაკლები პრობლემები აქვთ.

ამ დიეტაში დიდი რაოდენობის ხილი, ბოსტნეული, თევზი, მარცვლეული პროდუქტები და ლობიო შედის. წითელი ხორცი და გადამუშავებული ხორცპროდუქტები, ისევე როგორც ალკოჰოლი თითქმის არ გამოიყენება. ხოლო მონოგაუჯერებელი ცხიმები ორგანიზმს დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთიდან მიეწოდება.

ბორდოს უნივერსიტეტის სპეციალისტის, სესილია სამიერის თქმით, ცხოვრების შუა პერიოდში ხარისხიანი კვება სიცოცხლის ხარისხისა და ქრონიკული დაავადებების თავიდან ასაცილებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ექიმების თქმით, ხმელთაშუაზღვის დიეტა "უპრობლემოდ დაბერებულთა" ჯგუფში მოხვედრის წინაპირობაა. აღნიშნულ ჯგუფში  50-60 წლის გამოკვლეული 10000-ზე მეტი ქალიდან მხოლოდ 11% მოხვდა. ეს რაციონისადმი არასწორ მიდგომაზე მეტყველებს.

საერთო ჯამში, ქალებს, რომლებიც სწორად იკვებებიან, 40%-ით მეტი შანსი აქვთ, გადალახონ 70 წელი.

მამაკაცებზე დიეტას ანალოგიური ეფექტი უნდა ჰქონდეს, ამბობს ექიმი.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს