საგარეჯოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს აგურით ცხვირი ჩაუმტვრიეს

საგარეჯოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს აგურით ცხვირი ჩაუმტვრიეს

კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო ქვრივიშვილი თანაპარტიელებს ცემაში ადანაშაულებს. როგორც ქვრივიშვილი ყვება, კოალიციის წევრებმა ვახო და გიორგი ლაფაჩიშვილებმა სახეში აგური ჩაარტყეს, რის გამოც ცხვირი აქვს გატეხილი. ინციდენტი 27 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, დაახლოებით 19:45 საათზე, საგარეჯოს გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბთან მოხდა. დაზარალებული მომხდარს "რესპუბლიკურ პარტიას" უკავშირებს და ამბობს, რომ "რესპუბლიკელებს" კოალიციიდან მისი გაშვება უნდათ.

"გაურკვეველი მიზეზით დაიწყეს ლანძღვა-გინება, როგორც ჩემი, ასევე შტაბის მისამართით. ნასვამები იყვნენ და ვუთხარი, წასულიყვნენ, რომ ხალხს უბილეთო კონცერტი არ ენახა. გინების შემდეგ ორივე მათგანი გადავიდა თავდასხმაზე. სახეში აგური ჩამარტყეს და ცხვირი მაქვს გატეხილი, მაგრამ შეურაცხყოფა უფრო მტკივა, ვიდრე ჩატეხილი ცხვირი. მათ  "ქართული ოცნების" წევრები ჰქვიათ, თუმცა ერთი პარტიის ინტერესებს ატარებენ. იმიტომ მცემეს, რომ საგარეჯოში "ქართული ოცნების" მართვა უნდა მომხდარიყო სხვა პარტიის მიერ, მაგრამ არ გამოვიდა. სხვა პარტიაში ვგულისხმობ "რესპუბლიკურ პარტიას". ეს ყველაფერი ისეა გაკეთებული, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შეიძლება ვერც დამტკიცდეს, ამიტომ თავს ვიკავებდი ხოლმე ამ თემაზე საუბრისგან," - ამბობს ქვრივიშვილი.

ძმები ვახო და გიორგი ლაფაჩიშვილები ცემის ფაქტს უარყოფენ. რესპუბლიკური პარტიის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გელა კევლიშვილის განცხადებით კი, არ შეიძლება ქვრივიშვილსა და ლაფაჩიშვილებს შორის არსებული დაპირისპირება გუნდში პოლიტიკური უთანხოების მიზეზად განიხილებოდეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა