არაქართულენოვან სკოლებში მშობლიური ენის სახელმძღვანელოები ამ დრომდე არ მიუღიათ

არაქართულენოვან სკოლებში მშობლიური ენის სახელმძღვანელოები ამ დრომდე არ მიუღიათ

სასწავლო წლის დაწყებიდან 2 თვის თავზე, არაქართულენოვან სკოლებს მშობლიური ენის სახელმძღვანელოები ჯერ კიდევ არ მიუღიათ. სამცხე-ჯავახეთის სამივე მუნიციპალიტეტში არსებული 147 სკოლიდან 100 სომხურენოვანია. ყველა ამ სკოლაში ათასობით მოსწავლე მშობლიურ ენასა და ლიტეარატურას, გასული წლების მოძველებული სახელმძღვანელოებით სწავლობს. 

სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები საქართველოში სომხეთიდან უნდა შემოვიდეს. ამის შესახებ ორი ქვეყნის განათლების სამისნისტროებს შორის ოფიციალური მიმოწერა არსებობს. საქართველოს განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ქართული მხარის მხრიდან ყველაფერი მოგვარებულია და ახლა წიგნების შემოტანა სომხეთის განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული. სომხური მხარე კი აცხადებს, რომ საქართველოში წიგნების გამოგზავნამდე მხოლოდ გადამზიდ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაღა რჩება.

სომხეთის განათლების სამინისტრო საქართველოში 14 700 სახელმძღვანელოს კომპლექტს აგზავნის.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა